რას მოუტანს 17 აპრილის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1776285706
სოფელ დიღომში, მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო.
ადგილზე დედაქალაქის მერი მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. პირველ რიგში, მოხდება მისი დემონტაჟი. პროექტის მიხედვით, გაკეთდება ტროტუარები, რაც აქამდე არ არსებობდა. დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება სამუშაოებს. ამ დროში შეიქმნება გადაადგილებასთან, ხმაურთან დაკავშირებული დისკომფორტი, მაგრამ ამ ხიდით მოსარგებლე ავტომობილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელება აუცილებელი იყო“, -განაცხადა კახა კალაძემ.
არსებული ლითონის საავტომობილო ხიდის სიგრძე 64 მეტრია, რომლის ნაცვლად ახალი, უსაფრთხო რკინაბეტონის საავტომობილო ხიდი აშენდება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომლის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე იმყოფებოდნენ.