ფეხბურთელმა ჩაფხუტში დამალულ გველთან ერთად თითქმის ერთი საათი ივარჯიშა
1786799723
ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისგან და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.
მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.
\დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.