გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

გზის წმენდა

მოსული ნალექის გამო, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე სპეცტექნიკის საშუალებით გზები ინტენსიურად იწმინდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.

„სამუშაოებში 24-საათიან რეჟიმში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და შესაბამისი სპეცტექნიკა.

გზის გაწმენდის სამუშაოებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის ქუჩებში, სადაც ამის საჭიროება იყო.

საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.