,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს 29 -დან 30 იანვრამდე წყალი შეუწყდება.
„29 იანვარს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 29 იანვრის დილის 09:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილის მე-4 მკ-ს მე-2 რიგს, ხომლელის N2 და N 11, წულუკიძის ქუჩას და 1 და 2 შესახვევს, წულუკიძის მე-4 შესახვევის N8-და N10, წულუკიძის მე-3 შეს. N1,2,3,4,5, ზანდუკელის (სერგო ჯიქიას) ქუჩა N22- 34(ლუწები), 21- 51(კენტები), ჯავახეთის ქუჩის N66 დან 152- ჩათვლის, ჯავახეთის ქუჩის 1, 2 და 3 შესახვევს, მე-8 ლეგიონის დასახლებს, აეროდრომის დასახლების მე-4 ქუჩას, სამგორის დასახლებას, ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მკ რაიონს, კახეთის გზატკეცილი N 17-23(კენტები), 10, 34, 36 და 38 , ონაშვილის, შუამთის N10, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის ქუჩას, აეროდრომის დასახლების - მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-8 და მე-10 ქუჩებს, იოზეფ მანდელშტამის ქუჩებს. შანდორ პეტეფი N1,3,5,13, 6,7,19, წულუკიძის ჩიხი, ხომლელის 56, კვაჭანტირაძის N2,3, 5, 8, 8ა,ჯავახეთის N 3ა,ჯავახეთის N12/26, გიორგი მელიქიშვილის, კუპრაძის N28, კუპრაძე 2ე, იოსებ და ლეონ ორბელების ქ, მიტროფანე ლაღიძის ქ ყოფილი მარი ბროსე, ქუჩები.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.