1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს.
,,23 მარტს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, აგარაკის ქ. N75-თან ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურსამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 მარტის 20:00 საათიდან - 24 მარტის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
სოფ. თხინვალა: წმინდა წყლის, შუამინდვრის, აგარაკის, ერეკლე დანელიას, კოსტა მაისურაძის, კობა სერგიას, გიორგი ბერიკაშვილის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.