25 ნოემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ყაზბეგის, ტატიშვილის, ბაქრაძის, გუდაურის და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, იყალთოს, გამრეკელის, საბურთალოს, ცინცაძის, ბახტრიონის და კუტუზოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.