1773863331
19 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ანანურის, კოსტავას, შარაშიძის, ბოცვაძის, თვალჭრელიძის, ქუჩიშვილის, ლაპიაშვილის, მახარაძის, ანჯაფარიძის, როდენის, ვარაზისხევის, თუმანიშვილის და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.











