ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა MMA Junkie Radio-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქამრისთვის ბრძოლას იმსახურებს.
ამერიკელმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ „ქართველი მანქანა“ ძლიერია, მაგრამ სატიტულო ჩხუბში მასზე უკეთესი იქნება და ქამარსაც წაართმევს.
რას ამბობს სენდჰეგენი:
„მინდა ვთქვა, რომ სუსტი წერტილები და ხვრელები ყველას აქვს. გამონაკლისი არც მერაბია. მე მასზე უკეთესი ვიქნები და სწორედ ამ სუსტ წერტილებს გამოვიყენებ. ოქტაგონზე გავალ და უბრალოდ, ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვიქნები...“