დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1788032876
იტალიის სერია A-ს მეორე ტურში ფიორენტინა შინ ფროზინონესთან 0:3 განადგურდა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ გიორგი კვერნაძე სასტარტო შემადგენლობაში 90 წუთი ათამაშა.
ქართველ შემტევს კარგი მატჩი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში აქტიურობდა, პირველი გოლი, 26-ე წუთზე, სწორედ მისი კარგი თამაშის შემდეგ გავიდა, მოკლე სივრცეში ბურთი კარგად გააკონტროლა და მისი პასით ანტონიო რეიმონდომ ანგარიში გახსნა. 38-ე წუთზე გაბრიელე ბრაკალიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 68-ე წუთზე რეიმონდომ დუბლი შეასრულა.
განაგრძე კითხვა