„გამორჩეულად ითამაშა“ - მეცის მწვრთნელი წიტაიშვილზე

 „გამორჩეულად ითამაშა“ - მეცის მწვრთნელი წიტაიშვილზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი მეცს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი წიტაიშვილს, რომელმაც პარიზულ გრანდს ეფექტური გოლი გაუტანა. 

თამაშის დასრულების შემდეგ, მეცის მთავარმა მწვრთნელმა სტეფან ლე მინამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

ლე მინა:

„გიორგი წიტაიშვილი სტაბილური ფეხბურთელია. რამდენჯერმე მისი გამოყენება მარჯვენა ფლანგზე ვცადე, თუმცა ნაკლებად ეფექტური იყო. დღეს მარცხენა ფლანგზე შესანიშნავი იყო. მისი ფლანგიდან ბევრი შეტევა განვახორციელეთ. ვფიქრობ, წიტაიშვილმა გამორჩეულად ითამაშა, ბევრჯერ ჩააწოდა საჯარიმოში და დიდებული გოლი გაიტანა.“

განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე