პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1759156415
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
„ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“ „კვარას“ თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
განსხვავებული სიტუაციაა ვიტინიასთან მიმართებით. „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი ოპტიმიზმითაა განწყობილი და მაღალია ალბათობა, რომ ის „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ მოედანზე ვიხილოთ.