„ამაყი და იმედგაცრუებული ვარ“ - მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის შემდეგ

მიქაუტაძეე

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის ჩემპიონთა ლიგური დებიუტი შედგა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. მიქაუტაძეს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ზოგადად, „ვილიარეალმა“ კარის მიმართულებით ბურთი ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა შემტევმა განვლილი მატჩი შეაფასა და დებიუტზეც ისაუბრა.  

რა თქვა მიქაუტაძემ:
„მარცხით იმედგაცრუებული ვარ. რთული მატჩი გამოვიდა და გოლის გატანის შანსები არ მქონია. ბოლომდე ვიბრძოლე და ბევრჯერ ვცადე ბურთის მოპოვება. მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულე და საბოლოოდ, დასასრული იმედისმომცემი იყო.“ „მატჩის ბოლოს კარგი მომენტის შექმნა შეგვეძლო, რაც ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ტოტენჰემია, მარტივი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ თამაშში მეტის გაკეთება შეგვეძლო.“
განაგრძე კითხვა