Reuters: მზადება COVID-19-თან „ტრაგიკული ბრძოლისთვის“ - 25-მილიონიანი შანხაი კატასტროფის მოლოდინშია

covid

ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების ფონზე საავადმყოფოების დატვირთვა მკვეთრად გაიზარდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, მართალია ჩინეთის ხელისუფლება დაინფიცირებულთა რაოდენობას სტაბილურს უწოდებს, თუმცა რეალურად საავადმყოფოებში დაინფიცირებულთა რაოდენობა შესამჩნევად არის გაზრდილი.

ჯანმო-ს განცხადებით, განსაკუთრებით რთული ვითარება დიდ ქალაქებში - პეკინსა და შანხაიშია.

Reuters-ის ინფორმაციით, შანხაის საავადმყოფომ თავის პერსონალს უთხრა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ „ტრაგიკული ბრძოლისთვის“ მოემზადონ, რადგან დიდი ალბათობით ქალაქის 25 მილიონი ადამიანი  ნახევარი წლის ბოლომდე დაინფიცირდება.