საქართველოში ამინდი იცვლება! - მოსალოდნელია თოვლი, წვიმა, ქარბუქი
1770495834
მთავრობის საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში ბიზნესსექტორთან შეხვედრებისა და ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის შემდეგ, საკითხზე დისკუსია სატელევიზიო სივრცეში ინაცვლებს. ორ დღეში "რუსთავი 2"-ის პოლიტიკური დებატები მთლიანად ფასების რეგულირების თემას დაეთმობა. მთავრობის მეთაური ეკონომიკის მინისტრთან ერთად საჯარო დისკუსიის ფორმატში წარდგება.
პრემიერ-მინისტრთან დებატებისთვის კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ნაწილს მზადება დაწყებული აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ფასებზე საჯარო დისკუსია საზოგადოებას რეალური ვითარების გაანალიზების შესაძლებლობას მისცემს. გახარიას პარტიაში დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა გადაცემის გუნდს აცნობეს, რომ წინა დებატებისგან განსხვავებით, ორშაბათს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ.
კანონმდებლების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვაზე საზოგადოებას პასუხები პირველი პირებისგან ჰქონდეს და ამას პრემიერის დებატებში მონაწილეობაც ადასტურებს.
სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალურმა კომისიამ შეხვედრები თითოეული დარგის წარმომადგენლებთან უკვე გამართა, ახლა კი საკითხის შესწავლა საპარლამენტო ფორმატში გრძელდება.