კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1791829613
ოქტომბრის მეორე კვირა ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის ახალი შესაძლებლობებით, პროფესიული წინსვლითა და სასიამოვნო სიახლეებით იქნება გამორჩეული. ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი კირჩხიბებს, ლომებსა და მშვილდოსნებს ელოდებათ:
კირჩხიბი
კვირა სასურველი შედეგების მიღწევისთვის ხელსაყრელი იქნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საქმეები წარმატებით დაასრულოთ, ხოლო სამსახურში დაწინაურების ან ახალი შესაძლებლობის შესახებ შეიტყოთ. შესანიშნავი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყებისთვის.
ლომი
ამ კვირაში იღბალი თქვენს მხარეს იქნება. თუ სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში რაიმე დაბრკოლებას აწყდებით, შესაძლოა, გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერით პრობლემის გადაჭრა შეძლოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კოლეგებთან ურთიერთობის გამყარების შესაძლებლობაც გამოჩნდება.
მშვილდოსანი
12-18 ოქტომბრის პერიოდი პროფესიული წარმატებისა და ახალი კავშირების დასამყარებლად პერსპექტიული იქნება. თქვენი შრომა შესაძლოა, სათანადოდ დაფასდეს, ხოლო სამსახურის შეცვლის მსურველებმა საინტერესო შეთავაზება მიიღონ. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დასახული მიზნების მიღწევაშიც დაგეხმარებათ.