VIDEO: „სამყარომ გამოიღვიძა, ენერგიები გასწორდა“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი

ანზორ ოდიშარია

ასტროლოგი ანზორ ოდიშარია გადაცემის „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააცნო და ისაუბრა იმაზე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული, ვის მოუწევს სიფრთხილის გამოჩენა და როდის არის ხელსაყრელი დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ანზორ ოდიშარიას თქმით, გასული ორი თვის შემდეგ ენერგეტიკული მდგომარეობა უმჯობესდება და ადამიანებს შინაგანი ძალისა და მოტივაციის მატება დაეტყობათ.

„სამყარომ გამოიღვიძა, გაცოცხლდა, ენერგიები გასწორდა, რაც ჩვენზეც აისახება. შინაგანად ძალას იგრძნობთ. შენაძენების გაკეთება უკვე შეგვიძლია. პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობები შეგვიძლია უფრო მკაფიოდ აღვიქვათ და დავინახოთ, რომ უფრო სერიოზულია, ვიდრე აქამდე“.

✕