„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა...“ - თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1793390276
როგორი იქნება ნოემბერი და რას უნდა ველოდოთ რეტროგრადული პლანეტების გავლენის ფონზე? ასტროლოგ მარიამ შუკაკიძის განმარტებით, წლის ბოლო თვე წარსულის გადაფასების, ძველი საკითხების მოგვარებისა და დაუმთავრებელი საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. რატომ არ გვირჩევენ ასტროლოგები სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის იქნება ნოემბერი გამორჩეული და ვის მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე? მარიამ შუკაკიძე ნოემბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე საუბრობს.
„ნოემბერი მშვილდოსნებისა და მორიელების თვეა, რა თქმა უნდა, ძლიერი და ინტენსიური თვეა. წლევანდელი ნოემბერი განსაკუთრებულია იმით, რომ რომ ბევრი პლანეტა გვექნება რეტროგრადული. თავად სიტყვა გვეუბნება - რეტრო - წარსულში დაბრუნებას ნიშნავს. პლანეტას შენელებული აქვს სვლა და ვიზუალურად არის ოპტიკური ილუზია, თითქოს, უკან მიდის. რაღაც პროცესები ნელდება და გვგონია, რომ უკან მიდის.
ეს ცუდი არ არის, ნოემბრის თვეში ბევრი პლანეტა იქნება რეტროგრადული და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გადავაფასოთ ჩვენი წარსული. ვალები გავისტუმროთ, წარსულის საქმე გავარჩიოთ. სრულიად ახლის და სპონტანურად რამის წამოწყება არ ვარგა, წინაღობები იქნება და გაიწელება.
22 ნოემბრის ჩათვლით მორიელების პერიოდი იქნება. მორიელებისთვის კარგი პერიოდი დაიწყო, ეს ეხება სხვა ნიშნებსაც: თევზებს და კირჩხიბს.
ვისთან აქვს კონფლიქტი მორიელს: ლომთან, მერწყულთან და კუროსთან. ამ ნიშნებისთვის ცოტა საფრთხილოა, ასჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით. მორიელის თვეში წუწუნი არ ვარგა, მოიზიდავ რაზეც წუწუნებ,“ - ამბობს მარიამ შუკაკიძე „დღის პოსტში“.