„შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - რა გელით 21 და 26 მარტს

ასტროლოგია

21 მარტს ვერძში ახალი მთვარე იქნება. ასტროლოგიაში ახალი მთვარე ვერძის ნიშანში ძალიან ძლიერ პერიოდად ითვლება, რომელსაც შეუძლია, ცხოვრების ბევრ სფეროზე მოახდინოს გავლენა.

ამ დროს ადამიანები საკუთარ შიშებს, კომპლექსებსა და შეცდომებს პირისპირ ხვდებიან და ცდილობენ გაიგონ, რა შეცვალონ სამომავლოდ. ითვლება, რომ ეს მოტივაციის შესანიშნავი წყაროა. ასტროლოგიაში ვერძი რაღაც ახლის დასაწყისთან ასოცირდება.

ამიტომაც, როდესაც ამ ნიშანში ახალი მთვარეა, თითოეულ ადამიანს უამრავი ძალიან კრეატიული, საჭირო და გამოსადეგი იდეა აქვს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.

ენერგიის მოზღვავებასა და მოტივაციას იგრძნობთ, ამიტომ დიდი შანსია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინოთ და ფინანსური წარმატება მოიზიდოთ.

26 მარტს კი მარსისა და მთვარის შეერთება ურთიერთობებში სრულიად ახალ ეტაპს წარმოშობს. დროა, უფრო მყარი ნაბიჯი გადადგათ საყვარელი ადამიანებისკენ და სიყვარულში გამოუტყდეთ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შესთავაზოთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. შესაძლებლობები თქვენს ხელშია, იყავით ყურადღებით, გამოიყენეთ შანსი და თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეთ.