შემოდგომა ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის ცხოვრებაში ცვლილებების სეზონი იქნება

ასტროლოგია

2026 წლის შემოდგომა შესაძლოა, ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის ცვლილებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდად გადაიქცეს. სექტემბრიდან ნოემბრამდე მიმდინარე ასტროლოგიური მოვლენები მათ უბიძგებს, გადახედონ ძველ გეგმებს, დაასრულონ ის, რაც უკვე ამოწურულია და ახალი მიმართულებით გადადგან ნაბიჯები:

კურო

კუროებისთვის 2026 წლის შემოდგომა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდად გადაიქცეს. 31 ოქტომბერს კუროს ნიშანში სავსე მთვარე იქნება, რაც ასტროლოგიაში ხშირად დაკავშირებულია გარკვეული პროცესების დასრულებასთან, შედეგების შეჯამებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან.

ამ პერიოდში კუროებმა შესაძლოა, განსაკუთრებით მკაფიოდ დაინახოს ის საკითხები, რომლებსაც აქამდე აჭიანურებდნენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. შესაძლოა, მიხვდნენ, რომ ძველი სამუშაო რეჟიმი, ურთიერთობა ან ცხოვრების სტილი აღარ შეესაბამება მათ ამჟამინდელ სურვილებს.

ცვლილება შეიძლება, შეეხოს პროფესიულ საქმიანობას, ფინანსურ საკითხებს ან პირად ცხოვრებას. ზოგიერთისთვის ეს ახალი შესაძლებლობის მიღებას, სხვებისთვის კი იმ მიმართულების შეცვლას ნიშნავს, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდნენ.

კუროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმის გააზრება, რომ სტაბილურობა ყოველთვის ძველის შენარჩუნებას არ ნიშნავს. შემოდგომის ბოლოს შესაძლოა, უფრო მკაფიოდ დაინახონ, რისი დატოვება სურთ წარსულში და რა უნდა გახდეს მათი ცხოვრების ახალი ეტაპის საფუძველი

მორიელი

მორიელებისთვის 2026 წლის შემოდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. 3 ოქტომბერს ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას მორიელში დაიწყებს, 24 ოქტომბერს კი მერკურიც ამავე ნიშანში რეტროგრადული გახდება. 9 ნოემბერს მორიელში ახალი მთვარე იქნება.

ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი შინაგანი გადაფასების, ძველი ემოციებისა და დაუმთავრებელი საკითხების გააზრებას უკავშირდება. შესაძლოა, მორიელებს მოუწიოთ იმ თემებთან დაბრუნება, რომლებსაც აქამდე დასრულებულად თვლიდნენ.

ეს განსაკუთრებით ურთიერთობებსა და პირად გადაწყვეტილებებს შეეხება. ძველი ურთიერთობა, დაუმთავრებელი საუბარი ან წარსულში მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, კვლავ აქტუალური გახდეს. თუმცა, ეს აუცილებლად წარსულში დაბრუნებას არ ნიშნავს - პირიქით, მორიელმა შესაძლოა, საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რაღაც უნდა დატოვოს უკან.

შემოდგომის ბოლოს ეს ნიშანი შესაძლოა, ბევრად უფრო მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ სურვილებს და მზად იყოს ცხოვრების ახალი ეტაპისთვის. ამჯერად, გადაწყვეტილებები უფრო გააზრებული იქნება და არა მხოლოდ ემოციური რეაქცია წარსულზე.

ლომი

ლომებისთვის 2026 წლის შემოდგომა ახალი შესაძლებლობების პერიოდად შეიძლება, იქცეს. იუპიტერი ამ ნიშანში იმყოფება და წლის მეორე ნახევარში ლომებისთვის ზრდისა და განვითარების თემას აძლიერებს.

შესაძლოა, შემოდგომაზე გამოჩნდეს ახალი პროფესიული შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი პროექტი, სწავლის გაგრძელების შანსი ან შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულება, რომელიც მათთვის აქამდე უცნობი იყო.

ამასთან, ახალი შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად, არჩევანის გაკეთებაც მოუწევთ. ყველა შემოთავაზება ან იდეა თანაბრად მნიშვნელოვანი არ იქნება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვრონ, რაში სურთ დროისა და ენერგიის ჩადება.

ეს პერიოდი მხოლოდ ახალი შესაძლებლობების მიღებას არ გულისხმობს. შესაძლოა, შეიცვალოს საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებაც - ლომებმა უფრო თამამად დაინახონ საკუთარი შესაძლებლობები და იმ ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტონ, რომლებზეც ადრე ყოყმანობდნენ. განაგრძეთ კითხვა...