„სასურველია, ამ პერიოდში ფურცელზე დავწეროთ თუ რისგან გვინდა გათავისუფლება“ - ანზორ ოდიშარია

ოდიშარია

ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საზოგადოებას უზიარებს რჩევებს, რომელიც მზის დაბნელების ფონზე ცუდი ენერგიისგან გათავისუფლებაში დაეხმარებათ.

„დაცვის ენერგია ეს არის, რაც ჩვენ გვეხმარება უსაფრთხოდ გადავაადგილდეთ ამ პერიოდში და ვიყოთ დაცული. წარმოვთქვათ ფრაზა, რომ ვართ დაცული მტრებისგან, ავი ადამიანებისგან და ა.შ. ამ პერიოდში შინაგანი განწყობა დიდ როლს ასრულებს და ნეგატივისგან გვათავისუფლებს.

გადმოვიტანოთ ყველაფერი ფურცელზე და ჩამოვაყალიბოთ, რისგან და რატომ გვინდა გათავისუფლება და შემდეგ ნებისმიერი მეთოდით გავანადგუროთ - დავწვათ,  დავხიოთ, წყალს გავატანოთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ეს ყველაფერი ჩვენგან წავიდეს. სიმბოლური რაღაცები დიდ როლს ასრულებს ჩვენი ფსიქიკისთვის“, - ამბობს ანზორი ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.