„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
2023 წლის დეკემბერი ბევრი ადამიანისათვის გათავისუფლებისა და ტრანსფორმაციის თვე იქნება, როცა მოგვიწევს, არსებულ საქმეებსა და ურთიერთობებზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ტოქსიკურ ადამიანებს საბოლოოდ დავემშვიდობოთ და 2024 წელს ახალი მიზნებითა და გეგმებით შევხვდეთ.
მთვარე რომ ადამიანის ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს, სპეციალისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ. ასტროლოგებმა, სწორედ მთვარი კალენდრის მიხედვით დაასახელეს 2023 წლის დეკემბრისთვის როგორც ხელსაყრელი, ასევე არახელსაყრელი თარიღები.
დეკემბრის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია: 4, 13, 16, 18, 22, 23, 26, 28.
დეკემბრის ნეიტრალური თარიღებია: 1, 2, 3, 5, 6, 7, 11, 12, 14, 15, 17, 19, 21, 24, 25, 27, 29, 30, 31.
დეკემბრის არახელსაყრელი დღეებია: 8, 9, 10.
13 დეკემბერს - ახალი მთვარე. ეს ახალი საქმეების წამოწყებისა და მიზნების დასასახად შესანიშნავი პერიოდია. ამ დროს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა და ემოციური გადაძაბვა არ ღირს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ არც გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ჩაატაროთ - ახალი მთვარის პერიოდში ადამიანები მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას განიცდიან, ამიტომაც ნებისმიერი იმპულსური გადაწყვეტილება შესაძლოა, შემდეგში ძალიან ინანოთ. ნუ დაგეგმავთ თმის შეჭრასა და კოსმეტიკურ პროცედურებს და თუ შესაძლებელია, შემდეგი დღეებისთვის გადადეთ. გაატარეთ დღე მშვიდად, იფიქრეთ საკუთარ თავზე, თქვენს გეგმებსა და ოცნებებზე და მათი განხორციელების გზებზე.
14-დან 26 დეკემბრამდე - მზარდი მთვარე . ენერგიის, მოტივაციისა და შემართების მომატებას იგრძნობთ და ნახავთ, რომ ის საქმეებიც კი, რომლებიც ადრე გერთულებოდათ, ახლა მარტივად გამოგდით. შესანიშნავი დროა ახალი ადამიანების გაცნობის, საინტერესო პროექტების წამოწყების, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. სამყარო უამრავ საინტერესო წინადადებასა და შანსს შემოგთავაზებთ, მთავარია, სიახლეების არ შეგეშინდეთ და გააკეთოთ. განაგრძეთ კითხვა...
ასევე დაგაინტერესებთ:
ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები