როგორ მოვიზიდოთ ფული დღეს - თაკო მელიქიშვილი მარტივ პრაქტიკას აზიარებს

ფული და ზოდიაქო

ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი 18 აპრილის დღის ენერგეტიკაზე წერს.

„დღე, როცა ფული მოდის, 18 აპრილი დღის ენერგიებია: 9 • 5 • 5. ეს სწორედ ის დღეა, ფინანსური ცხრიანიაქტიურდება.დღეს მთავარია არ გაჩერდე.რაც უფრო სწრაფად იღებ გადაწყვეტილებებს და გადადიხარ მოქმედებაზე, მით უფრო ძლიერი იქნება შედეგი.  დღის პრაქტიკა: ხელზე დახატე ცხრიანი და ამ დროს თქვი:„ფული მარტივად მოდის ჩემთან“, „მე სიუხვეში ვარ“, „წარმატება ჩემს მხარესაა“. 

ახალი მთვარის შემდეგ ენერგია კიდევ უფრო ძლიერდება. იწყება პერიოდი, როდესაც ყველაფერი აქტიურად იწყებს განვითარებას. რეალიზაციაში ხუთიანი ნიშნავს მასშტაბს:— ახალი შესაძლებლობები,— მნიშვნელოვანი ნაცნობობები,— სწორი გარემო, — ფინანსური ზრდა.  თუმცა! ხუთიანმა შეიძლება შეგაყოვნოს: „იქნებ ჯერ ადრეა?“, „იქნებ ცოტა მოგვიანებით?“  არა — დრო უკვე დადგა. 

თუ იგრძნობ შიდა დაძაბულობას: გადადი მოძრაობაზე იარე, აიარე კიბეები, იმოძრავე, სხეულის აქტივობა სწრაფად დაგაბალანსებს.  ეს დღე იდეალურია სწავლისთვის: კურსები, წიგნები, დაბრუნება იმაზე, რაც გადადე ყველაფერი მაქსიმალურად ეფექტურად წავა.  ეს დღე არის რისკის, ნაბიჯის და სითამამის შესახებ. უბრალოდ ჯდომა და ფიქრი — შედეგს არ მოგცემს.  იმოქმედე. დღეს იღბალი ნამდვილად შენს მხარესაა“ - წერს თაკო მელიქიშვილი.