ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა
1766401465
მართალია, წლის ენერგიას ყველაზე მეტად სწორედ "ცხენები" იგრძნობენ, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, უმჯობესია შეიმუშავეთ რეჟიმი, დაზოგოთ ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები, თანაბრად გაანაწილოთ ენერგია და ისწავლეთ დროულად დასვენება, რათა თავიდან აიცილოთ შინაგანი დაძაბულობა. მოერიდეთ ემოციურ დატვირთვას და იმპულსურ გადაწყვეტილებებს, რადგან სწორედ სპონტანური, გაუაზრებელი მოქმედება იქნება მომავალ წელს თქვენი მთავარი სისუსტე.
აქტიურობის, იმპულსურობისა და უშრეტი ენერგიის სიმბოლო - წითელი ცეცხლოვანი ცხენი თვითონაა უმძლავრესი ცეცხლის სტიქიის მატარებელი, ამიტომ არ ღირს დღესასწაულის დღეებში წითელი ფერის აგრესიული ტონების - ალისფრის, კარმინის (ხასხასა წითლის) და ცეცხლოვანი წითლის გამოყენება, რომლებიც ერთი მხრივ, მის "სიმხურვალეს" გააძლიერებენ, მეორე მხრივ, "კონკურენციას" გაუწევენ და პირველობაში შეეცილებიან. მეტიც, ამგვარი "თავხედობა" მკაცრად დაისჯება და მთელი წლის მანძილზე აგზნების და გაღიზიანების, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისა და არასასურველი კონფლიქტების მიზეზი გახდება.
ნაკლებად გაამართლებს "მყვირალა" ნარინჯისფერი და ნეონის ფერები, რომლებიც ცხენის ენერგიასთან კომბინაციაში გამოიწვევენ დაძაბულობას და ემოციურ გადატვირთვას. არ ღირს არც პირქუში, ზედმეტად მძიმე ფერების - შავის, მუქი ყავისფრის და ხაკისფრის გამოყენება, რომლებიც ერთი მხრივ, სიმბოლური ფსკერისკენ ექაჩებიან ენერგიას, მეორე მხრივ, ცხენის მსუბუქ და გრაციოზულ მოძრაობას უწევენ ოპონირებას, მით უფრო, რომ მუქი ფერები წლის დასაწყისშივე გამოიწვევენ სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას. ცეცხლოვან ცხენს არც ლურჯის და ცისფრის ტონები უყვარს, რომლებიც ცეცხლის "მთავარ მტერთან" - წყალთან ასოცირდებიან, მის ენერგიას ანეიტრალებენ და წარმატებას აფერხებენ. მწირი არჩევანის მიუხედავად, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მშვიდი და გაწონასწორებული ფერები ზედმეტი სიკაშკაშის ან პირიქით, მოღუშულობის გარეშე.