„კარგი იქნება, თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს:

ყველამ ვიცით, რომ კლებადი მთვარეა და ამ დროს ძალიან კარგია და შედარებით მარტივია ცხოვრებისეული თემების მოწესრიგება, დალაგება, ყველა ნივთის თავის ადგილზე განთავსება, ეს იქნება ოფისის თუ სახლის უჯრები, კარადები, საბუთები, ტანსაცმელები, ყველა კუთხე კუნჭული დაალაგეთ, ზედმეტები მოიშორეთ!

შეიძლება, ეს იყოს ადამიანებს შორის ურთიერთობები, თუ არადა ამას სატურნი მაინც გააკეთებს, მაგრამ ეს იქნება მტკივნეული, დისკომფორტული, ამიტომ თქვენით მოაწესრიგეთ. კარგი იქნება, თუ ამას გაზაფხულის ბუნიაობამდე მოასწრებთ (21 მარტი) ახალი ასტროლოგიური წელიწადის დაწყებამდე, მერე სურვილებს ჩამოწერთ და დაიწყებთ ახალი სუფთა ფურცლიდან ცხოვრებას. სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება და სატურნისეული წესრიგი ყველას ოჯახში.“ - წერს ცაგარელი.