პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2023 წლის 23 მარტიდან პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შევიდა და იქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 2043 წლამდე დარჩება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, პლანეტა პლუტონს გლობალური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია და ის აქტიურად ეწინააღმდეგება და ანგრევს ყველაფერს, რაც მოძველებული და არასაჭიროა. ეს, რა თქმა უნდა, ურთიერთობებსაც ეხება. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:
2023 წლის 23 მარტიდან თხის რქა შვებას იგრძნობს და მიხვდება, რომ მძიმე წლები უკან დარჩა. პლუტონი ამ ნიშანს ტოვებს და იქ მხოლოდ 2254 წელს დაბრუნდება. ახლა გაცილებით მეტ დროს დაუთმობთ საკუთარ თავსა და სურვილებს და შეძლებთ, სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები შექმნათ. თქვენი პიროვნული და შინაგანი გარდაქმნა იწყება. საოცარ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, წამოიწყებთ ბევრ ახალ პროექტს, გექნებათ საინტერესო იდეები, იქნებით ბევრად უფრო პროდუქტიული და 2024 წლის ბოლოსთვის ნამდვილად ხელშესახები ცვლილები წინაშე დადგებით.
ახლა პლანეტა პლუტონი მერწყულის ნიშანში შედის და 20 წლის განმავლობაში დარჩება. ეს კომბინაცია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს საოცარ სიმსუბუქესა და თავისუფლების განცდას მიანიჭებს. იგრძნობთ, რომ მიზნის მისაღწევად ბევრად უფრო მეტი მოტივაცია გაქვთ. გაგიჩნდებათ სურვილი გაბედოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ გეშინოდათ, ან რაღაც ხელს გიშლიდათ. პლანეტა პლუტონი მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს, მოგანიჭებთ თავდაჯერებულობას და გიბიძგებთ, რომ საკუთარი ოცნებებისთვის იბრძოლოთ. უკვე 2023 წლის მარტის ბოლოდან მერწყულის ცხოვრებაში ცვლილებები შემოვა. ნუ შეგეშინდებათ გარდაქმნის, რადგანაც ასტროლოგების თქმით, რაც უფრო მეტად შეეწინააღმდეგებით გარდაუვალ ცვლილებებს, მით უფრო მძიმე აღმოჩნდება შედეგი. ეს პლანეტა გიბიძგებთ, რომ საკუთარ თავს უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ, სხვადასხვა საკითხის მიმართ შეცვალოთ დამოკიდებულება და ცხოვრება განახლებული ენერგიით გააგრძელოთ. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მოგიწევთ, კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და ბევრი იშრომოთ, შეცვალოთ ჩვევები და არსებული უნარები გაიუმჯობესოთ.
ლომები, ისევე როგორც ზოდიაქოს სხვა ნიშნები, პლანეტა პლუტონის მერწყულის ნიშანში შესვლით შინაგან წინააღმდეგობებს განიცდიან. ახლა გექნებათ შანსი, საკუთარი თავიც და ირგვლივმყოფებიც კრიზისიდან გამოიყვანოთ, აქტიურად დაუპირისპირდეთ უსამართლობას და სხვებს საკუთარი მაგალითით შთაგონება მისცეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენს ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე, შესაძლოა, ზოგჯერ საკუთარი ინტერესების უგულებელყოფა მოგიწიოთ და საქმეები ზოგად ჭრილში განიხილოთ. რაც მთავარია, თქვენ გაქვთ ძალა, რომ მნიშვნელოვნად გარდაქმნათ ყოველდღიურობა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეთ.
კურო და მორიელი, რომლებსაც განსაკუთრებული ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი და მონდომება აქვთ, შესაძლოა, გარკვეული სტრესისა და დაძაბულობის წინაშე აღმოჩნდნენ. შეიძლება, დროდადრო მოგეჩვენოთ, რომ რაღაც ტიპის დაბრკოლებები გაქვთ, რომელთა გადალახვაც არ შეგიძლიათ, გარემოს ვერ ეგუებით და ასე შემდეგ. მაგრამ, დიდი შრომის შედეგად, აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. ნელ-ნელა თქვენი ენერგია გაიზრდება და შინაგან დაძაბულობასთან, შიშებთან და სტრესთან გამკლავებას შეძლებთ და მოტივაციასაც იგრძნობთ, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალოთ. რაც მთავარია, გექნებათ შესაძლებლობა, რომ აქამდე არსებული სიტუაცია გადააფასოთ და სწორი ღირებულებები ჩამოიყალიბოთ.
ტყუპები და სასწორები ძალიან საინტერესო და ნაყოფიერ პერიოდში შედიან. მომავალი 20 წელი მათთვის ნათელი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. შეძლებთ, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ, გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები და ინიციატივები. 2023-2024 წლები თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა. პლუტონის მერწყულის ნიშანში გადასვლა ბევრ პოზიტიურ ცვლილებასა და დიდ პოტენციალს მოგიტანთ. მოგიწევთ, რომ გარკვეული ცოდნა და უნარები შეიძინოთ, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოთ, მაგრამ ეს პროცესი შემეცნებითთან ერთად, სასიამოვნოც იქნება.