,,ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა წლები” - ასტროლოგ ქეთი ოდიშელის რჩევები

ქეთი ოდიშელი

რატომ უნდა გვქონდეს საახალწლო დეკორაციები სახლში 17 თებერვლამდე - ამ თემაზე, ასტროლოგი ქეთი ოდიშელი საუბრობს:

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 17 თებერვალს დგება. ამიტომაც, ნაძვის ხის აღების შემდეგ უმჯობესია, სახლში საახალწლო დეკორაციები მაინც შემოვინახოთ.

,,სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წელი ზამთრის მზებუდობა - 21-22 დეკემბერია. ხანდახან, 20-ში შეიძლება, დაემთხვეს. მაგ დღიდან ყველა ციკლი ითვლება. წელს ასეთი თარიღი 17 თებერვალი გვაქვს. ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა წლები იმიტომ, რომ ამ ყველაფერს კიდევ დამატებით აქცენტს დაბნელება უკეთებს. დაბნელება წლის განმავლობაში საკმაოდ იშვიათია და ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა.

ნაძვის ხე შეიძლება, ავიღოთ. მაგრამ, ყველაფერს ნუ ავიღებთ. რაღაც მაინც დავტოვოთ იმისთვის, რომ სადღესასწაულო გარემო მაინც გვქონდეს.

ნაძვის ხის დაშლას ქვემოდან ვიწყებთ. ზემოდან არა... ვისაც აქვს, პირველ რიგში, გირლანდებს ვაშორებთ იმიტომ, რომ ეს სითბოს, სინათლის ენერგიას უკავშირდება. მერე წვიმები თუ არის, იმას ვაშორებთ. წვიმები ბარაქისა და სიუხვის ენერგიაა. ბოლოს სათამაშოებია ძირითადი მაგია და მას ვაწყობთ. ყველაზე ბოლოს კი მწვერვალიდან სამშვენისის მოხსნა და შენახვაა",-ამბობს ასტროლოგი.