1766072080
ეს არის ლოცვის დღე, დაწერეთ წერილი და დღეში სამჯერ წაიკითხეთ - მიხეილ ცაგარელი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს ასახელებს
მიხეილ ცაგარელი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს ასახელებს.
„21 დეკემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. იხსნება კოსმიური პორტალი. ასეთი დღე წლის განმავლობაში სულ ოთხია. აქ გვაქვს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე, რასაც შესაბამისად ეწოდება ზამთრის მზებუდობა. ამ დღეს მზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.
ეს არის ლოცვის დღე - ილოცეთ და დალოცეთ ყველა. იფიქრეთ ამაზე და ბოდიში მოუხადეთ სამყაროს, იმ პიროვნებას ან ყველას, ვისაც რამე დაუშავეთ. მოინანიეთ და აუცილებლად ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.
შეგიძლიათ 21-ში დაწეროთ, რა გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეს დაწერილი დღეში სამჯერ წაიკითხეთ და ასე მიხვიდეთ ახალ წლამდე“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი „იუთუბ“ პოდკასტში ჩვენ.











