რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს.
„რიტუალი ფეხსაცმელზე - გზა დიდი თანხისკენ!
ამბობენ, რომ ფეხსაცმელი დედამიწის ენერგიასთან გვაკავშირებს და ჩვენს გზას სიმბოლურად განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მონეტას ფეხსაცმელში ვდებთ, თითქოს საკუთარ გზას ბარაქისა და ფინანსური შესაძლებლობებისკენ ვხსნით.
როგორ შეასრულოთ რიტუალი:
საღამოს აიღეთ ოქროსფერი მონეტა და ჩადეთ იმ ფეხსაცმელში, რომელსაც ყველაზე ხშირად ატარებთ.
მონეტას სამჯერ უთხარით:
„ფულს ვიპოვი და ჩემს სახლში მოვიყვან.
სადაც ჩემი ფეხი წავა,
იქ ყველგან ბარაქა და კეთილდღეობა დამხვდება.
ასე იყოს!“
დილით მონეტა ფეხსაცმლიდან ამოიღეთ და საფულეში გადაიტანეთ.
ამიერიდან ის თქვენთვის ბარაქისა და ფინანსური წარმატების სიმბოლურ თილისმად დარჩება.
რიტუალის შესრულება შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს. თუ გინდათ, რომ ამ რიტუალის ენერგეტიკული განზრახვა გააძლიეროთ, კომენტარებში დაწერეთ: „ასე იყოს!“, - წერს იოსელიანი.