დღეს საჭიროა მოქმედება! - ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია მიმართვას ავრცელებს

ანზორ ოდიშარია

ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია „ესტრასენსთა ბრძოლის“ ფინალშია. 

ოდიშარია,  სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„და დადგა ის დღე, როცა თქვენი მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი. საქართველოდან შესაძლებელია ხმის მიცემა. მე ვგრძნობ და ვიცი, რომ თქვენ ჩემს გვერდით ხართ. მაგრამ დღეს საჭიროა მოქმედება, რომ ერთად ვუჩვენოთ რამხელა ძალა აქვს საქართველოს ყველგან და ყოველთვის...“, - ამბობს ვიდეო მიმართვაში ანზორ ოდიშარია.