„დაგეხმარებათ მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში...“ - ასტროლოგი 18 იანვრის ახალმთვარეობაზე

ახალი მთვარე

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს. ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 18 იანვრის ახალმთვარეობაზე წერს:

„2026 წლის პირველი ახალმთვარეობა

18 იანვარი (საქართველოს დროით) პიკი — 23:51 სთ -ზე თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის 29-ე გრადუსზე.

იდეები იბადება კირჩხიბში, ხოლო იდეების მატერიალიზება, განხორციელება ხდება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.

გამორჩეულია ეს ახალმთვარეობა იმით, რომ პროცესში ჩართულები არიან გონებისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური და მებრძოლი, აქტიური პლანეტა მარსი. მათი მჭიდრო კავშირი საკმაოდ საინტერესო მინიშნებებს იძლევა.

„მაგის ასპექტი“ — ასე ჰქვია მათ კავშირს, რომელიც დაგეხმარებათ მიზნებისა და სურვილების რეალიზებაში, ამიტომ წლის ამ პერიოდში, შესაბამისი ატმოსფეროს გათვალისწინებით, დაისახეთ მიზნები, გაწერეთ გეგმები, სურვილები და მათი რეალიზებისთვის საჭირო განზრახვა და მტკიცე ნება — გაცილებით მარტივად შეასხამს ფრთებს თქვენს სურვილებს.

გარდა ამისა, ახალმთვარეობის მმართველი პლანეტა სატურნი, (რომელიც ძალიან მნიშვნელოვან, ახალ ციკლს დაიწყებს მალე) ჰარმონიულ კავშირშია ერთ მხრივ მნათობებთან და მათ მხარდამჭერ პლანეტებთან (მარსი და მერკური), ხოლო მეორეს მხრივ — მოულოდნელობების პლანეტა ურანთან.

მიმდინარე მოვლენები (როგორც ინდივიდუალური ასევე გლობალური), საბრძოლო ვითარება, სწორი, კონსტრუქციული კომუნიკაციით ლაგდება.

წესები, კანონები, მოძველებული ღირებულებები, საფეხურები, იერარქია, ეს ყველაფერი " ჯერ " ისევ აქტუალურია.

რას მოიტანს თებერვალი?

ცეცხლოვანი ცხენის წელი შემოიჭრება.

ახალი ციკლის სტარტი და წლის პირველი (მზის ) დაბნელება.

სატურნის "დაბადება" -ახალი 30 წლიანი ციკლის დასაწყისი.

სატურნის და ნეპტუნის კულმინაციური შეერთება ვერძის ნულოვან გრადუსში.

ძალიან "ცხელი" თებერვალი გვაქვს წინ, ეს ახლა მხოლოდ პროლოგია...

ის რაც ხდება ახლა შენს ცხოვრებაში, ძალიან კარგ მიმართულებას მოგცემს შენს ახალ გზაზე“,- წერს ასტროლოგი.