„არასასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად...“ - 13 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

მეტაფიზიკა

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones დღის მეტაფიზიკური პროგნოზის შესახებ წერს და საზოგადოებას 13 თებერვლის ტენდენციებზე ინფორმაციას უზიარებს:

„დღის ინდიკატორი არის სტაბილურობა! მიწის სტიქიის ცხენის დღე. ამ დღის ენერგიები საკმაოდ სტაბილურია. კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები, ისეთი საქმეები, რომელთაგანაც გსურთ მიიღოთ ხანგრძლივი შედეგი და ეფექტი. მაგ: აიყვანოთ ახალი თანამშრომლები, დაიწყოთ მკურნალობა...

13:00-15:00

არასასიკეთოა მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად. სიფრთხილე გმართებთ ვირთხის წელს

დაბადებულებს! დღის ენერგიებთან ჰარმონიაში ყოფნისათვის და ნეგატივის განეიტრალებისთვის შეგიძლიათ ჩაცმულობაში გამოიყენოთ ვარდის ფერი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.