ანტისამთავრობო დემონსტრაცია ტირანაში - აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, საპასუხოდ, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა

ტირანა

 ტირანაში, ანტისამთავრობო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს, პოლიციამ, საპასუხოდ, წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტები ქვეყნის ვიცე-პრემიერის გადაყენებას ითხოვენ. მიზეზი კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებია.

"როიტერი" წერს, რომ ალბანეთში პოლიტიკური დაძაბულობა დეკემბერში მას შემდეგ გამწვავდა, რაც პროკურატურამ პრემიერის მოადგილე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში ჩარევასა და გარკვეული კომპანიების სასარგებლოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.