გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ასახელებს მიმდინარე კვირის სამ გეომაგნიტურ დღეს, რა დროსაც, ყურადღებით უნდა ვიყოთ და მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ღვიძლსა და ძვალსახსროვან სისტემას.
„ეს კვირა ყურადღებას ითხოვს - სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, ამ დღეებში, გვაქვს გეომაგნიტური დღეები. ზოგი ნასვამ, ზოგი ბახუსის მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, ყურადღების იყავით.
მთავარი მაინც 31 რიცხვია. 31 დეკემბერს, საახალწლოდ, დაგვემთხვა ახალმთვარეობა. მართალია, დილის საათებშია, მაგრამ მაინც ახალი მთვარეა და ეს ცოტა ყურადღებას ითხოვს.
ახალ მთვარეობაზე ჯანმრთელობასაც შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას - ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები - ზედმეტი სიმძიმეები არ ასწიოთ, რომ მერე საახალწლოდ არ გაიჭედოთ და არ დარჩეთ იმ პოზაში (იცინის).
საყურადღებოა, კუჭის ზონა - საკვები ბევრია და იყავით ყურადღებით. და კიდევ ერთი რამ, სუსტდება ღვიძლის პროექცია, ამიტომ ფრთხილად იყავით მაღალი გრადუსის სასმელებთან," - განმარტა ასტროლოგმა.