„ამ დღეს შემოდის ასტროლოგიური ახალი წელი...“ - ეზოთერიკოსი მარტის ყველაზე მნიშვნელოვან დღის შესახებ გვაფრთხილებს

ნინა სუსლოვა

ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის მარტის თვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„მარტის თვე ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ თვის სწორად გამოყენება ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 21 მარტს დღე-ღამის სწორება გვაქვს, ასტროლოგიური ახალი წელი. შემოდის სამყაროში ახალი ენერგია, რომელსაც თუ სწორად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება პოზიტიურისკენ შევცვალოთ. 

ერთ პატარა რჩევას მოგცემთ, შეგიძლიათ, 21 მარტს დარგოთ ხე. მაგალითად, თუ გაქვთ ეზო, ასევე, კარგია ეკლესიის ეზოში დარგვა. თუნდაც, იყიდოთ რამე პატარა ყვავილი და გადარგოთ. 

ენერგია 20 მარტს შემოდის და მთელი 21 დღე ამის გამოყენება, დაგეგმვა, პოზიტიური აზროვნება შეგვიძლია. განსაკუთრებით ამ დღეს არ შეიძლება ნეგატიური აზროვნება, ჩხუბი, კონფლიქტი და ა.შ.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მარტის თვე ყველასთვის მნიშვნელოვანი და სიახლეებით სავსე იქნება.“ - ამბობს ეზოთერიკოსი „დღის პოსტში“.