პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რა სახიფათო ტენდენციებს უკავშირდება მარსი-ურანის შეერთება - ამ თემასთან დაკავშირებით, ასტროლოგი რამაზ გიგაური ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოქმედების პერიოდი: 7-24 ივლისი
პიკი: 15 ივლისი
შეიძლება ითქვას, რომ ივლისი - 2024 წლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო თვე იქნება. ეს უკავშირდება მარსისა და ურანის შეერთებას, რომელიც იმოქმედებს 7-24 ივლისის შუალედში (პიკს 15 ივლისს მიაღწევს). ამ შეერთების დროს მარსიც და ურანიც თავის მხრივ შეერთებაში იქნებიან ე. წ. „უძრავ“ ვარსკვლავთან - ალგოლთან (კუროს ზოდიაქოში).
მარსი - ასტროლოგიაში ენერგიის, სამხედრო საქმისა და ომის პლანეტაა, ხოლო ურანი - ეს არის მოულოდნელი ცვლილება და ქაოსი. რაც შეეხება ალგოლს - ის კლასიკურ ასტროლოგიაში ძალიან ნეგატიურ, შეიძლება ითქვას, რომ დამანგრეველი ენერგიის ვარსკვლავად ითვლება. აქედან გამომდინარე, ივლისში იმის ალბათობა, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და დამძიმდეს ერთიორად მოიმატებს.
გლობალურ დონეზე:
ეს ასტროლოგიური კონფიგურაცია უკავშირდება შემდეგ სიტყვა-გასაღებებს:
* ტრანსპორტი,
* ცეცხლსასროლი იარაღი,
* პოლიცია,
* ცეცხლი,
* ხანძარი,
* არმია,
* ომი,
* ელექტრობა,
* ავარია,
* აგრესია,
* აფეთქება;
* ფინანსები,
* ბანკი.
7-24 ივლისის შუალედში მოვლენები შესაძლოა განვითარდეს ძალიან სწრაფად, დინამიკურად და დაძაბულად. მოიმატებს კონფლიქტის, ხიფათის, ტექნიკური ავარიების, ტერორისტული აქტების და შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობა. ამ პერიოდში მოსალოდნელია მსოფლიომ მიიღოს ახალი ომი ან ახალი შეიარაღებული ესკალაციაა. ცხადია, აქ ჩვენი ყურადღება ორი წერტილისკენ იქნება მიმართული:
1. უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც კიდევ უფრო სასტიკ და სისხლისმღვრელი გახდება.
2. ისრაელი -„ჰეზბოლას“ დაპირისპირება ლიბანის ტერიტორიაზე.
სწორედ აქ არის მოსალოდნელი მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება.
გარდა ამისა, არ არის სასურველი იმ ადგილებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი ხალხია.
ინდივიდუალურ დონეზე:
ეს პერიოდი შედარებით სახიფათო იქნება 14-16 თებერვლის, 15-17 მაისის, 17-19 აგვისტოს და 17-19 ნოემბრის შუალედში დაბადებული ადამიანებისთვის. მათ მართებთ წინდახედულობისა და სიფრთხილის გამოჩენა.
ასევე ყურადღება მართებთ იმ ადამიანებს, ვისაც პირადი ჰოროსკოპში, კუროს 27-ე გრადუსში ასცენდენტი, მთვარე ან რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული. ამ ადამიანებმა არ უნდა გარისკონ და საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ“, - წერს ასტროლოგი.