9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

ნუ მოადუნებთ ყურადღებას, ენდეთ პარტნიორს, მაგრამ აკონტროლეთ მოვლენები. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ მეგობრებს, რათა სწრაფად და ეფექტურად გაერკვეთ ან მოაგვაროთ სიტუაცია.

კურო

თქვენი საქმიანი ურთიერთობა წარმატებული იქნება, ხოლო აქტიურობა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას.

ტყუპები

ეს დღე შემოქმედებით საქმიანობასა და პირად სფეროს დაუთმეთ. ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებსა და ეჭვებს, იყავით გულახდილი და ენდეთ პარტნიორს. ელოდეთ სასიამოვნო საჩუქარს.

კირჩხიბი

გაერთეთ, ნუ გადაიღლებით, ზომიერად გადაანაწილეთ ძალები და შექმენით მყუდრო, კომფორტული პირადი სივრცე დასვენებისთვის.

ლომი

შესაძლოა, თქვენს წინ მოულოდნელად გათავისუფლდეს გზა ახალი კარიერული წინსვლისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, იმოქმედეთ მოზომილად და გონივრულად.

ქალწული

დღეს, გაქვთ შანსი, გაიუმჯობესოთ ბიუჯეტი. საქმის მიმართ გამოიჩინეთ მეტი მონდომება და გაითვალისწინეთ უსაფრთხოების წესები.

სასწორი

კარგი იქნება, დღეს, მეტად დაისვენოთ, იარეთ ფეხით და მეტი დრო დაყავით სუფთა ჰაერზე. ყოველივე ეს სასიკეთოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და კარგ განწყობაზე.

მორიელი

შესაძლოა, დაგიბრუნონ ძველი ვალი, ასევე არ არის გამორიცხული დამატებითი სარგებელიც მიიღოთ საქმეებიდან, რომლიდანაც არ ელოდით. არის ალბათობა, პერსპექტიული, მოგებიანი წინადადება შემოგთავაზონ.

მშვილდოსანი

გონივრულად მიუდექით ფინანსურ საკითხებს, სწორად გადაანაწილეთ ხარჯები - იქნება ეს ყოველდღიური საოჯახო საჭიროებები, თუ რაიმე ნივთის შეძენა.

თხის რქა

თუ პირად ურთიერთობებში ყველა ხერხი სცადეთ და მისი შენარჩუნება შეუძლებელია, იმოქმედეთ კორექტულად და დიპლომატიურად. დააყენეთ თქვენი თავი პარტნიორის ადგილას და იყავით მიმტევებელი.

მერწყული

ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოქნილობაზე. დაიჭიროთ მომენტი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, მთავარია, რეალისტურად შეაფასოთ მოცემული ვითარება და შესაძლებლობები.

თევზები

სასურველია, მეტი დრო დაყოთ სუფთა ჰაერზე, არის გაუთვალისწინებელი ხარჯების ალბათობა. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ.