გაზის მიწოდება 19 000 აბონენტს შეუწყდება - დეტალები
1762369285
5 ნოემბერს წლის ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ასტროლოგიური მოვლენა – სავსემთვარეობაა, რომელიც ემოციურ განტვირთვას გვპირდება.
ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი იდეალურია ძველი პრობლემების მოსაშორებლად და ახალი ეტაპის დასაწყებად.
ასტროლოგები გვირჩევენ:
✅ განვთავისუფლდეთ ზედმეტისგან – როგორც ნივთების, ისე ემოციური სიმძიმისგან. მათი თქმით, სასურველია წესრიგის დამყარება სახლშიც და გონებაშიც.
✅ სასურველია მედიტაცია ან მსუბუქი სუნთქვითი ვარჯიშები – სავსემთვარეობის ენერგია დრამატული ემოციების ამოძრავებას იწვევს, ამიტომ სიმშვიდე მნიშვნელოვანია.
✅ მიზნების გადახედვა – დღეს საუკეთესო დროა იმ ჩანაფიქრების დასაზუსტებლად, რომელთა ასრულებაც გსურთ.
✅ წყლის რიტუალები – თბილი აბანო არომატული ზეთებით, ზღვის მარილით ან უბრალოდ, წყლის ხმის მოსმენა, როგორც ამბობენ, ენერგიას ასუფთავებს.
✅ სიგრილეში სეირნობა, მთვარის ქვეშ - სუფთა ჰაერი ენერგიის განახლებაში დაგეხმარებათ.
ასტროლოგები ასევე გვაფრთხილებენ, რომ დღეს, შესაძლოა, ემოციები გამძაფრდეს და კონფლიქტებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა: მოუსმინეთ საკუთარ თავს, შინაგანი სიმშვიდე აქციეთ პრიორიტეტად და გაბედულად გაუშვით ყველაფერი, რაც აღარ მოგწონთ.