1748446305
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და უმიზეზოდ ნერვიულობთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მოთოკოთ და საყვარელ ადამიანებთან კამათს მოერიდოთ. არახელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისა და რემონტისთვის.
კურო
ადამიანებთან, ვისთანაც საერთო საქმე გაკავშირებთ, მოსალოდნელია უთანხმოებები. ყველა ცდილობს პირველ ადგილზე საკუთარი ინტერესები დააყენოს და ამის გამო შეთანხმების მიღწევა გიჭირთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.
ტყუპები
გაითვალისწინეთ, რომ მცირე კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. არახელსაყრელი დღეა დიდი მოგზაურობის დასაწყებად.
კირჩხიბი
მცირე პრობლემები გელით, რომლებსაც სერიოზული შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ განწყობას გაგიფუჭებთ. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
ლომი
ყურადღებით მოუსმინეთ ახლობელი ქალის რჩევას. შესაძლოა, ახლობლებს თქვენი თანადგომა დასჭირდეთ და უარი არ უნდა უთხრათ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად სახლიდან გამგზავრება მოუწევს.
ქალწული
სწორედ სიმშვიდე და ლოგიკური აზროვნება გეხმარებათ, რომ მიზნისკენ უმოკლესი გზა მონახოთ, ძველი პრობლემები გადაჭრათ და ყველასთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები იპოვოთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები ადამიანთან, ვისგანაც ბევრ რამეს ისწავლით.
სასწორი
შეძლებთ სიტუაცია სწორად შეაფასოთ და მოქმედების სტრატეგია შეადგინოთ. ძველ ნაცნობები რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან. მოგვიანებით ახალი ამოცანები და საზრუნავი გაჩნდება და საღამომდე დასვენებისთვის წუთსაც ვერ იპოვით.
მორიელი
თქვენი პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სამწუხარო ფინანსური დანაკარგი.
მშვილდოსანი
გაურკვევლობამ შეიძლება დაწყებული საქმე ჩიხში შეიყვანოს და დამატებითი სირთულეები შეგიქმნათ. არ ინერვიულოთ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და შეცდომის შანსი დაბალია. შესაძლოა ახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს.
თხის რქა
უმჯობესია წარსულზე დაფიქრდეთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ. ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.
მერწყული
ის ინფორმაციაც კი, რომელიც ახლა უსარგებლო გეჩვენებათ, ძალიან მალე გამოგადგებათ. მარტოხელა მერწყულს ვარსკვლავები რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისს ჰპირდებიან, რომელიც ბევრ ნათელ ემოციას მოგიტანთ.
თევზები
ეცადეთ, ყველას დაეხმაროთ, მაგრამ თქვენი სიკეთის ბოროტად გამოყენება არ დაუშვათ. ამ დღეს უჩვეულო, ორიგინალური ნივთების შეძენა სიამოვნებას მოგიტანთ და არც დახარჯულ ფულზე ინანებთ.