კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
ასტროლოგი, ქეთი ოდიშელი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს.
„23 იანვარი გამორჩეული დღეა.
დღეს მთვარე, სატურნი და ნეპტუნი ერთ ძალად შეიკვრებიან და საინტერესო, მნიშვნელოვან, გასაფხიზლებელ მინიშნებებს გვაძლევენ.
ძველ ოკულტურ წყაროებში მთვარე - ასტრალური სამყაროა, სატურნი კი კარიბჭეა, რომელიც ამ სამყაროს გამოყოფს.
სწორედ ეს კარიბჭე იხსნება დღეს, მით უმეტეს, რომ ნეპტუნი (შედარებით ახალი პლანეტაა ბევრი რამ მასზე ჯერ კიდევ არ ვიცით) მთვარის ეფექტებს კიდევ უფრო ხატოვანს, მისტიურსა და სახასიათოს ხდის.
სწორედ დღეს, სურვილები, ინტუიცია, ემოციები და რეალობა ერთ მთლიანობად იქცევა და ეს ეფექტები ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი მიზნების, ოცნებების ფრთაშესხმისთვის.
სწორედ დღეს შეიძლება მოიხსნა ვარდისფერი სათვალე და დაინახო ჭეშმარიტი გზა!
სწორედ დღეს შეიძლება მიიღო გადაწყვეტილება და რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება!
სწორედ დღეს შეიძლება გაიგო რა გინდა რეალურად!
შუადღის მერე შესაძლოა გაფანტულობამ, გუნება-განწყობის დაქვეითებამ სევდიანობამ შეგიპყროთ, არ გაგიკვირდეს, მალე გაივლის...
მიაყურადე, მოუსმინე, დაინახე, იგრძენი რას გეუბნება სამყარო და რაღათქმა უნდა ყურადღება მიაქციე მინიშნებებს, გზავნილებს, სიზმრებს...“, - წერს ქეთი ოდიშელი.