22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

საკუთარი განსხვავებული მოსაზრებების გამო, შესაძლოა, ოპოზიციაში აღმოჩნდეთ და ახლობლებს დაუპირისპირდეთ. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების რჩევები, სამსახურში კი, ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ.

კურო

დღეს, ამაოდ შეეცდებით, ვინმე დააინტერესოთ თქვენი იდეებით, მხარდაჭერის მოპოვებაც გაგიჭირდებათ, მიუხედავად ამისა, უარს ნუ იტყვით თქვენს იდეებსა და მიზნებზე, უბრალოდ, შესაფერის დროს დაელოდეთ.

ტყუპები

თუ მარტო არ იმოქმედებთ და საქმიან პარტნიორად სანდო ადამიანს შეარჩევთ, მალე დარწმუნდებით, რომ ერთიანი ძალებით უფრო სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებთ, ამასთან, ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

კირჩხიბი

შესაძლოა, თქვენი მეგობრები საუკეთესოები არიან, მაგრამ მიუხედავად მორალური მხარდაჭერისა, მათ არ შეუძლიათ, მოაგვარონ თქვენი პრობლემები, ახლა საჭიროა, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, თუ გინდათ სერიოზული წარმატების მიღწევა.

ლომი

ახლა მოსაწყენად არ გცალიათ, სასიკეთო დროა, საქმიანი მოლაპარაკებებისა და სახალხო გამოსვლისთვის. ახალი სფეროებით ინტერესდებით და მაგნიტივით იზიდავთ შემოქმედებით, ცნობისმოყვარე და საინტერესო ადამიანებს.

ქალწული

ნუ დაელოდებით უკეთეს დროს და დროულად შეეცადეთ, გაუგებრობების გამოსწორება, სანამ ისინი უფრო გართულდება. რაც უფრო გულახდილი და გულწრფელი იქნებით, მით უფრო ეფექტურად გაუმკლავდებით ყველაფერს.

სასწორი

შესაძლოა, დახმარებისთვის მოგმართონ ახლობლებმა, რომლებსაც სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების გამო თავგზა აქვთ არეული. დაუთმეთ მათ თქვენი დრო და გაუზიარეთ გამოცდილება.

მორიელი

შესაძლოა, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, თუ გონივრულად არ იმოქმედებთ, უსიამოვნებებს გადაეყრებით და ტყუილად დაკარგავთ დროს. შესაძლოა, დღეს, ინტუიციამ გიკარნახოთ ერთადერთი სწორი გზა.

მშვილდოსანი

თქვენი პოზიტიური ემოციებით, არა მარტო სხვებს დაეხმარებით, მიანიჭებთ სიამოვნებას და განაწყობთ სასიკეთო ქმედებებისკენ, არამედ, თვითონაც უსაზღვროდ ბედნიერად იგრძნობთ თავს.

თხის რქა

შესაძლოა, მეგობრებს დაუპირისპირდეთ. როგორც უნდა ეცადოთ, აზრს ვერავის შეაცვლევინებთ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მათგან ცინიკური ქმედება მიიღოთ საპასუხოდ. ამიტომ, იყავით წინდახედული.

მერწყული

თამამად ეძებეთ სიახლეები ურთიერთობებში, ეძებეთ ახალი მეგობრები. გაქვთ კარგი შანსი, იპოვოთ ახალი შესაძლებლობები თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

მთვარია, დღეს იყოთ აქტიური და გაბედული, ენერგიული მოქმედებების დროა. ხალისიანი განწყობით, მოწინააღმდეგეებსაც კი მოიზიდავთ, ნუ გაიხსენებთ ძველ წყენებს და ნუ აღმართავთ კედელს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში.