13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

დღე დახუნძლულია საინტერესო წინადადებებით, აქცენტი გააკეთეთ ძველი საქმეების დასრულებაზე.  ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს თქვენი მზარდი ენერგიით.

კურო

ფინანსური მდგომარეობა მეტად დასტაბილურდება, კარიერული მიმართულებით, სიახლეების ალბათობაა.

ტყუპები

კოლექტივში წარმოქმნილ უთანხმოებას რაციონალურად, ცივი გონებით მიუდექით, კამათის შემთხვევაში, ეცადეთ, კონსტრუქციული იყოთ.

კირჩხიბი

დღეს, შესაძლოა, პარტნიორებთან ფინანსური საკითხების განხილვა მოგიწიოთ. უამრავი საქმის გამო, სამსახურისთვის მეტი დროის გამოყოფა მოგიწევთ.

ლომი

თქვენი ხალისიანი და მხიარული ხასიათით, ბევრ ადამიანს მიიზიდავთ. სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გელით.

ქალწული

კონცენტრირდით საქმეებზე, გამოიჩინეთ სათანადო პრინციპულობა. სწორედ ამ თვისებებით დაიმსახურებთ კომპლიმენტებს ხელმძღვანელობისგან.

სასწორი

იუმორი და მანევრირება დაგეხმარებათ გაუგებრობების თავიდან აცილებაში, ამასთან, ადამიანთა კეთილგანწყობას დაიმსახურებთ შინ თუ გარეთ.

მორიელი

კარიერასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარებას მოითხოვს, პირადი ურთიერთობები კი - სიცხადეს. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში, მეტი სინათლე შეიტანოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ძველი შეცდომები და არაკორექტული ქმედებები გაგახსენონ, ეცადეთ, გვერდი აუაროთ ამ თემას.

თხის რქა

შეუპოვარი შრომითა და მონდომებით დროულად დაასრულებთ საქმეებს, რაც კოლეგებსა და უფროსობასთან სათანადოდ დაგიფასდებათ და თქვენი ავტორიტეტიც ამაღლდება.

მერწყული

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შეგიძლიათ, გაბედულად იმოქმედოთ.

თევზები

კარგი დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. მიუხედავად კვირის დასაწყისისა, დიდად ნუ გადაიტვირთებით.