1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვერძი
თამამად გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, დასახეთ ახალი მიზნები, თქვენი პროექტები წარმატებული იქნება, თუმცა, ნუ გაანდობთ თქვენს იდეებს ნაკლებად სანდო, ან უცნობ ადამიანებს.
კურო
მიჰყევით ადრე დასახულ გეგმებს, დაეყრდენით გამოცდილებას, ამგვარად, შეძლებთ პრობლემებიდან მარტივი გამოსავალი იპოვოთ. მოერიდეთ ზედმეტ კონტაქტებს, რათა აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები.
ტყუპები
მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია ახლობლებთან. იყავით მომთმენი და ყველა ღონეს მიმართეთ, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობიანი ურთიერთობა.
კირჩხიბი
გამოიყენეთ ფანტაზია, იყავით შეუპოვარი და ნებისმიერ ვითარებაში, იარეთ წინ, მტკიცე ნაბიჯებით. მოქნილობა და გონივრული კომპრომისები გამარჯვებას მოგიტანთ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში.
ლომი
სასურველია, მოირგოთ რომანტიკული ადამიანის იმიჯი. თუ თავისუფალი ხართ და პირადი ცხოვრების მოწყობას გეგმავთ მეტი მზე, სინათლე და ფერები შეიტანე ყოველდღიურობაში. ახლა ყველაზე შესაფერი დროა პირადი ცხოვრების მოწყობისთვის.
ქალწული
ნუ განმარტოვდებით, მაგრამ მოერიდეთ მატყუარა და მლიქვნელ ადამიანებს. თავი შეიკავეთ წარსულის ნეგატიური მოვლენებისგან და მეტი იურთიერთეთ ახლობლებთან. ეს ორივე მხარისთვის სასიკეთო იქნება.
სასწორი
შესაძლოა, მოულოდნელმა სიტუაციამ და დაუგეგმავმა ხარჯებმა შფოთი და დაძაბულობა შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. მოერიდეთ ნეგატიურ ფიქრებს, რადგან ისინი არანაკლებ მავნებელია ჯანმრთელობისთვის ვიდრე ვირუსული ინფექციები.
მორიელი
დადგა დრო, იფიქროთ სიახლეებზე თქვენს ცხოვრებაში, ან საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ. ეცადეთ, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, ღირსეული ადგილი დაიკავოთ საქმიან სფეროში.
მშვილდოსანი
მოიძიეთ, ან აღადგინეთ საჭირო კავშირები, შეეცადეთ, მოიპოვოთ გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობა და მხარდაჭერა, ეს მეტად წაადგება თქვენს საქმიანობას, მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი და გახსნილი.
თხის რქა
დღეს, შესაძლოა, ძველმა ვალებმა და ვალდებულებებმა შეგახსენოთ თავი, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლოა, ფინანსური დახმარება მიიღოთ იქიდან, საიდანაც არ ელით. ეს საშუალებას მოგცემთ მეტი თავდაჯერებულობით დაუპირისპირდეთ პრობლემებს.
მერწყული
გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა, შესაძლოა, შეაფერხოს თქვენი საქმეების განვითარება. სასურველია, მოთოკოთ ემოციები და სამომავლოდ გადადოთ თქვენი გეგმების რეალიზება, თავი შეიკავეთ ფინანსებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობისგან.
თევზები
კონცენტრირდით ძირითად საკითხებზე, კარგად გადაამოწმეთ მიღებულ ინფორმაცია და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები. ბედნიერებისთვის ჰარმონიული განწყობა საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან აუცილებელი პირობაა.