12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

მოაწესრიგეთ გარემო და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. განსაკუთრებით შედეგიანი იქნება სახლიდან მუშაობა და მეტი ეფექტურობისთვის ახალი მიზნებისა და გეგმების შედგენა.

კურო

დღეს, თქვენი დიპლომატიურობით და მოქნილობით, ყველასაგან გამორჩეული იქნებით და ნებისმიერ პრობლემიდან იპოვით გამოსავალს. იდეალური დღეა ყოველგვარი გაუგებრობების მოსაგვარებლად.

ტყუპები

შორს ემოციები! დღეს, ცივი გონებით ჩაატარეთ თქვენი შემოსავალ-გასავალის რევიზია, შესაძლოა, ახალი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ. სასიკეთო დღეა, ასევე, ბიუჯეტის გასაწერად. დღეს, თქვენი პრაქტიკული გონება სწორ გზაზე დაგაყენებთ.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ პირდაპირობისა და კრიტიკისგან, მოთოკეთ ემოციები და მოერიდეთ ფიცხ ადამიანებთან კონტაქტს. გამოიჩინეთ თავდაჭერილობა და გონიერება გარშემომყოფთა მიმართ.

ლომი

კარგია, დაისახო მიზნები, მაგრამ დიდებულია, როდესაც ხედავთ, რომ საკუთარი ძალისხმევის შედეგად, რეალობად იქცევა თქვენი სურვილები და უფრო მშვენიერი ხდება სამყარო. დღეს თქვენი დღეა.

ქალწული

დღეს, საქმეებში წარმატებისთვის, არასტანდარტული გზების ძიება და რაიმე ეშმაკური ხერხის მოფიქრება იქნება საჭირო. თუ მეგობრებთან შეხვედრას თეატრალურ სანახაობად გადააქცევთ, ყველას დიდხანს და პოზიტიურად დაამახსოვრებთ თავს.

სასწორი

მთელი დღის განმავლობაში, გონებაში მხოლოდ სამსახურებრივი პრობლემების მოგვარების საკითხებს ატრიალებთ და ეძიებთ გამოსავალს, ალბათ, ამიტომაც ამაოდ არ ჩაივლის თქვენი მცდელობა და წარმატებით გადაწყვეტთ ყველა ამოცანას.

მორიელი

აქტიურობა, პრაქტიკულობა და შემოქმედებითი ჟინი, ნებისმიერი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. თქვენი გონებამახვილობით, ისე  „გაუსწორდებით“ კონკურენტებს, რომ დიდხანს გონს ვერ მოეგებიან ამ მოულოდნელობით.

მშვილდოსანი

აღებული გეზი და მაქსიმალურად მომართული გონება გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ, ამიტომ, სჯობს, მეტად გააკონტროლოთ საკუთარი სიტყვები და ემოციები თანამოაზრეებთან კომუნიკაციისას, შესაძლოა, მათგან ძალიან ბევრი მოითხოვოთ.

თხის რქა

დღეს, დაჩქარებულ რეჟიმში ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება და მოქმედება მოგიწვეთ, თუმცა, შესაძლოა ეს ფორმა თქვენთვის უჩვეულო იყოს. გაგახარებთ იმის გაცნობიერება, რამდენად საჭირო და სასარგებლო ხართ ახლობლებისთვის.

მერწყული

ოცნებების დრო აღარაა, იფიქრეთ მომავალზე და კონკრეტულად გადაწყვიტეთ, რა უნდა მოიმოქმედოთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აწმყო და ის ადამიანები დაივიწყოთ თქვენს ირგვლივ, რომლებიც მზრუნველობას და მხარდაჭერას საჭიროებენ.

თევზები

თქვენი თავდაჯერებულობა და რწმენა, რომ თვითონ შეგიძლიათ ყოველგვარი სირთულის დაძლევა, მართლაც შეუძლებელს შეგაძლებინებთ. ყველაფერთან ერთად, სრულიადაც არ შეგაწუხებთ სხვების აზრი და შეფასებები.