ჰოგვორტსი

1698825921

VIDEO: ცნობილი გეიმერი „ჰოგვორტსის" ანალოგს ქმნის - გასაჯაროვდა შვიდწლიანი მუშაობის პირველი შედეგი

ცნობილი გეიმერი ინტერნეტ-თამაშ "Minecraft" -ში  ფილმ "ჰარი პოტერიდან" ცნობილ მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის, "ჰოგვორტსის", ანალოგს ქმნის. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა მისი შვიდ წლიანი ნამუშევრის ვიდეო-მასალა. მისი თქმით, ის აპირებს გაფართოებას, რუკის გაუმჯობესებას და ფიქრობს, რომ კიდევ სამი წელი მაინც იმუშავებს. 

ელტონ ჯონი

1686053666

ელტონ ჯონი ვარაუდობს, რომ 2030 წელს შიდსს დაამარცხებენ

ელტონ ჯონის თქმით, 2030 წლისთვის შიდსის დასრულება შესაძლებელია. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ახალი ინიციატივა წამოიწყო და შიდსის მზარდი მაჩვენებლების დასაძლევად 101 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა გამოყო.ფონდი ხელს შეუწყობს როგორც აივ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრევენციას. ორგანიზაცია ასევე ერთი მილიონი ადამიანისთვის უზრუნველყოფს ტესტებზე წვდომასა და მკურნალობის სერვისებს.ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი წარმოადგენს ინფექციას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. აღნიშნული ვირუსის ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - შიდსი წარმოადგენს. მომღერლის აზრით, ყველა დაავადებულს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანი უნდა იცავდეს პრევენციის ყველა ზომას.

შვარცნეგერი

1686041954

ღალატი და არაოფიციალური შვილი - შვარცენეგერის აღიარება 25 წლის შემდეგ

არნოლდ შვარცენეგერი ყოფილ ცოლს-მარია შრაივერს გამოუტყდა, რომ 25 წლის ჯოსეფ ბენა მისი შვილია, ინფორმაციას The Sun ავრცელებს. ცნობილია, რომ "ნეტფლიქსი" მსახიობზე დოკუმენტურ სერიალს იღებს, სადაც შვარცენეგერი დეტალურად აღწერს, თუ როგორ უთხრა ყოფილ მეუღლეს სიმართლე.წყვილმა 1986 წელს იქორწინა,  მათი ქორწინება კი 2021 წელს დასრულდა, თუმცა ქორწინებაში ყოფნის მიუხედავად, არნოლდ შვარცენეგერს 1996 წელს მისივე მოსამსახურესთან ჰქონდა რომანი.მსახიობისა და მისი მეუღლის საუბარს მათი მრჩეველი ესწრებოდა, რომელმაც მარია შრაივერის თხოვნით შვარცენეგერს სიმართლის თქმა მოსთხოვა.შეგახსენებთ, რომ ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის "არნოლდის" პრემიერა 7 ივნისს შედგება.