1792092910
ავარია ახმეტაში - ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა.ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის შესასვლელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი მგზავრი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.ექიმების განმარტებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.















