ვოლვო საქართველომ უპრეცედენტო Trade-in კამპანია დაიწყო

14:32 08-13-2019
15

საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უკვე სრულად ფუნქციონირებს ვოლვოს ავტორიზებული ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ვოლვოს უახლესი მოდელების დათვალიერება და მათი ტესტ დრაივზე გამოცდა. აღსანიშნავია, რომ ვოლვო საქართველო ვოლვოს მფლობელებს სრულ ავტორიზებულ სერვისს სთავაზობს.

„ქართველი საზოგადოების დიდი ინტერესი გვაძლევს მოტივაციას, წამოვიწყოთ უპრეცედენტო Trade-in კამპანია, რაც გულისხმობს შემდეგს, ნებისმიერი ავტომობილის მფლობელს, განურჩევლად ავტომობილის მოდელის, ასაკისა და გარბენის, შეუძლია მოიყვანოს თავისი ავტომობილი ჩვენს შოურუმში და მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისა და სხვაობის დამატების შემთხვევაში, გაცვალოს საკუთარი ავტომობილი ვოლვოს უახლეს, მისთვის სასურველ მოდელში. ქართველ მომხმარებელს ჩვენ უკვე ვთავაზობთ ვოლვოს სრულ SUV ასორტიმენტს, ასევე, 2019 წლის მოდელებს XC40, XC60, XC90 და V90 Cross County. აგვისტოს ბოლოდან ჩვენს შოურუმს შეემატება, ასევე, S90 სედანი, ხოლო შემოდგომიდან ზემოხსენებული მოდელების Plug-in ჰიბრიდული ვერსიები. ჩვენი მიზანია, ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და გარშემომყოფების უსაფრთხოება. შეიძლება ითქვას, საქართველოს ბაზარზე ვოლვო ჯერ კიდევ უცნობი ბრენდია და ცოტამ თუ იცის, რეალურად როგორი პროგრესი განიცადა ვოლვომ 21-ე საუკუნეში. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთავაზობთ ნებისმიერ მსურველს თავად გამოსცადონ ამ ავტომობილების შესაძლებლობა“, - განაცხადა Volvo Cars Caucasus-ის კომერციულმა დირექტორმა გაგა კოხრეიძემ.

ვოლვო საქართველოს ახალ და ორიგინალურ შოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ქოლცენტრს: (032) 224 42 42.