ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნივთი

რჩევები 1714122817

ნივთები, რომლებიც ოჯახის წევრებსაც არ უნდა ათხოვოთ

იმისათვის, რომ თავი დაიცვათ დაავადებებისგან, უნდა დაიცვათ პირადი ჰიგიენის გარკვეული წესები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ათხოვოთ და არ უნდა ითხოვოთ შემდეგი ნივთები ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან.ნივთები, რომლებიც ოჯახის წევრებსაც არ უნდა ათხოვოთ1. ფეხსაცმელი.ფეხსაცმელი, რომელსაც შიშველი ფეხზე ატარებენ, განსაკუთრებით საშიშია და შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადებების წყარო, რაც გამოიწვევს უამრავ პრობლემას. ამიტომ ის არც ითხოვოთ და არც თქვენ ათხოვოთ ახლობლებს.2. ტანის ღრუბელი.არ დაგავიწყდეთ, რომ ტანის ღრუბელი უმეტესად სველი რჩება და როგორც მოგეხსენებათ, ნოტიო გარემო ყველაზე ხელსაყრელია ბაქტერიებისა და სოკოვანი მიკროორგანიზმების ზრდისთვის.3. პინცეტი.პინცეტი, რომელიც გამოიყენება წარბების ფორმის გასასწორებლად, ასევე შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციების მატარებელი.ამიტომ, პინცეტის გაზიარება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დეზინფექციას გაუკეთებენ გამოყენებამდე და მის შემდეგ.4. პირსახოცი.ნოტიო პირსახოცი ასევე წყაროა მიკროორგანიზმებისთვის. გარდა ამისა, როდესაც მას ჩვენ მოვიხმართ, ჩვენი ბაცილები და ბაქტერიებიც რჩება მასზე. ამიტომ, არასოდეს გამოიყენოთ სხვისი და საკუთარიც რეგულარულად გარეცხეთ.5.დეოდორანტი.არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუზიაროთ სხვებს რულონური დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები. ეს არის პირადი ჰიგიენის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში შედის ჩვენს კანთან. შესაბამისად, დეოდორანტი ატარებს ბაქტერიებს.

პროკურატურა

სამართალი 1714122664

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი.პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ.

პროკურატურა

სამართალი 1714122490

ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.საქმე ეხება 2023 წელს, სოფელ ქეშალოში, ყოფილი ცოლისა და მისი ქმრის მისამართით სროლას. კაცი ადგილზე დაიღუპა."სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული შეურაცხმყოფლად მიიჩნევდა მისი ყოფილი მეუღლის სხვა მამაკაცთან ქორწინებას, რის ნიადაგზეც, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით ორივე მათგანის მოკვლა განიზრახა. 2023 წლის 28 ნოემბერს, იგი შეიარაღებული მივიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში, ყოფილი მეუღლისა და მისი ქმრის საცხოვრებელ სახლში, სადაც, მამაკაცის დედის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღით არაერთხელ ისროლა ცოლ-ქმრის მიმართულებით. მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სიცოცხლის გადარჩენა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გახდა შესაძლებელი", - წერია განცხადებაში.პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,მ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და განსაკუთრებული სისასტიკით), 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“ , „თ“ , „კ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარუდგინა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714122422

საკონსტიტუციო ცვლილებები ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება და შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება ამ საკითხებზე ხალხთან კონსულტაციები გავიაროთ და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ - შალვა პაპუაშვილი

„რამდენიმე კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობამ დაანიცირა კონსტიტუციური ხასიათის ცვლილება, რომელიც ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ხალხთან კონსულტაციები გავიაროთ და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიზანია  გაირკვეს ეთანხმება თუ არა საზოგადოება ცვლილებებს.„ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი საკუთარ ხელისუფლებას არჩევნების გზით, გარკვეული პერიოდით, საქართველოში ოთხი წლის ვადით, გადასცემს მანდატს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც შემდეგ ხალხის სახელით იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, მთლიანად ეს პროცესი არის საზოგადოებასთან უკუკავშირის პროცესი. ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუცია და კანონები გვეუბნება, რომ არსებობს გარკვეული საკითხები, როდესაც მანდატი, რომელიც  პარლამენტის აქვს, ბოლომდე საკმარისი არ არის რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად და საჭიროა ხალხთან კიდევ ერთხელ უშუალო კომუნიკაცია.  ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა ფუნდამენტური საკითხი მოწესრიგებულია ჩვენს კონსტიტუციაში, სადაც ასახულია ჩვენი ღირებულებები - თუ რაზე ვდგავართ, ჩვენი იდეალები - თუ რისკენ ვისწრაფვით, ჩვენი სახელმწიფო მოწყობის ძირითადი სტრუქტურა და კონცეფცია. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ამ ღირებულებებს, ამ ღირებულებების  დაკონკრეტებას საკანონმდებლო წესით, საჭიროებს თავდაპირველ კონსულტაციას საზოგადოებასთან“, -  აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისია ერთთვიანი განხილვების შემდეგ შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს და საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ ამ შემდეგ გადადის უკვე საპარლამენტო პროცედურაზე.

გოგა მანია

ტაბლოიდი 1714122210

ვინ სცადა გოგა მანიას მოწამვლა - „ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ... ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე“

წინასწარმეტყველი, ეზოტერიკოსი გოგა მანია ჟურნალ „თბილისელებთან“ თავს გადახდენილ ამბავზე საუბრობს. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, მისი მოწამვლა სცადეს.-გარკვეული ხნის წინ შენი მოწამვლა სცადეს. მიგაჩნია, რომ თუ არა ეს დაცვის სისტემა, შესაძლოა, ეს ამბავი სავალალოდ დასრულებულიყო?– დიახ, თურქეთში ყოფნის დროს, ვითომ მეგობრებმა, თურქებმა და მათ შორის ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ქართველმა, მომწამლეს. ბევრმა მითხრა: ხომ ეზოთერიკოსი ხარ, წინასწარმეტყველი და არ შეგეძლო ეს ფაქტი თავიდან აგერიდებინაო? დიდი იმედი მქონდა, ავირიდებდი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ. თუმცა, სამყაროს წინააღმდეგ ვერ წახვალ. მე ეს დავუშვი, რადგან ის რომ ამერიდებინა, სხვა რაიმე შემემთხვეოდა, რაზეც ინფორმაცია არ მქონდა. შესაბამისად, ბოლომდე მივენდე სამყაროს და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე.საქმიან შეხვედრაზე რძიანი ყავა მომართვეს, რომელშიც საწამლავი იყო გარეული და მოვიწამლე. ცუდად გავხდი, ძილი მომერია, ძალა წამერთვა, ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ვერ ვამოძრავებდი, წნევა დამივარდა... თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. რთული დღეები და ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩი.– რის გამო სცადეს შენი ამ დღეში ჩაგდება?– ეს თემა ტაბუდადებული მაქვს, არ მსურს საუბარი. მინდა, გითხრათ, მაქვს ძალა და შემეძლო, ისინი გარკვეული რიტუალით დამესაჯა, მაგრამ არ ვიკადრე და არ ვაკადრე ეს საკუთარ თავს. მე რომ კარგად ვარ, ესაა ჩემი მათდამი პასუხი. ძალადობას, ძალადობით არ ვპასუხობ, კარმა არსებობს და ყველას მოეთხოვება, როგორც ზედმეტი სიკეთისთვის, ისე ზედმეტი ბოროტებისთვის.