ვიდეოები

1714123131

VIDEO: „პრაიმ ჰაუსის“ სამი აუთსაიდერი მიმართვას ავრცელებს

ყველაზე რეიტინგული შოუ „პრაიმ ჰაუსი ALL STAR“ ერთგულ მაყურებელს სანახაობას არ აკლებს. ფინალური პროექტის მონაწილეები, გასული სეზონებიდან მაყურებლის ფავორიტები არიან. ახლა ყველა მათგანი მორიგი პირველობისთვის იბრძვის. რა ხდება „პრაიმჰაუსში“ და როგორი განწყობა აქვთ აუთსაიდერებს, ნახეთ ვიდეოში  

პრაიმ ჰაუსი ALL STAR

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს მიესალმა

პოლიტიკა 1714131103

ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს მიესალმა

2024 წლის 26 აპრილს, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა.შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობათა მიმდინარე დღის წესრიგი და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნორვეგიის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია და ეს მხარდაჭერა მომავალშიც შენარჩუნდება, რისთვისაც ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გაუხადა.მხარეები მიესალმნენ ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში განვითარებულ თანამშრომლობას, რომელიც ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. საუბრისას პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ დიალოგს და ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, განაგრძოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტენსიური მუშაობა შემდგომი პროგრესისთვის.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამოწვევების შესახებ. მან მადლობა გადაუხადა ესპენ ბარტ ეიდეს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714131003

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს - ირაკლი კობახიძე

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და მათ შორის მოქმედებს სასჯელებიც.„ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა ამ მძიმე დამნაშავეზე, თქვენ იცით, რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი მიხეილ სააკაშვილს მაშინ, როცა იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მერე რას აკეთებდა ცალკე თემაა, განსაკუთრებით როცა იყო ხელისუფლებაში. მას აქვს ჩადენილი უამრავი დანაშაული, მის მიმართ მოქმედებს სასჯელები რამდენიმე დანაშაულთან დაკავშირებით, როდესაც ასეთ პირობებში ვერ ელევიან სააკაშვილს, ეს არის ინდიკატორი ქართული საზოგადოებისთვის, ინდიკატორი იმისა, სინამდვილეში თუ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130824

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული - ირაკლი კობახიძე

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები.„ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, „ნაცმოძრაობა“ ლელო, გახარიას პარტია და ა.შ. ესენი არიან მდიდარი ენჯეოები, სხვა სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს იმას, თუ სინამდვილეში, ვის და რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1714130756

დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპაში არის სერიოზული გამოწვევები პროპაგანდის კუთხით, რაც იწვევს მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს.„7-წლიან მონაკვეთში გაზრდილია ლგბტ პირების რაოდენობა ევროპაში სამჯერ, გასამმაგებულია და 18-25 წლის მოსახლეობაში ეს რაოდენობა აღწევს 20 პროცენტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტენდენცია, რომელიც გვინდა, ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ოჯახს არ უნდა, რომ საკუთარ ოჯახში იხილოს ამ ტენდენციების გამოვლინება, ყველას უფლებები არის დაცული, მაგრამ პროპაგანდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ეტყობა უკვე ევროპულ საზოგადოებებს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა, ჩვენი ღირებულებებით, პრინციპებით შევიდეთ ევროკავშირში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოო ჯამში მოვახერხებთ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას. ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კო

საზოგადოება 1714130700

როგორ აღნიშნა ნიკოლოზ წულუკიძემ დაბადების დღე

25 აპრილს, თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ საკუთარი დაბადების დღე იზეიმა. მან, როგორც პირადად, ასევე სოციალურ ქსელში, უამრავი მილოცვა მიიღო.ნიკოლოზ წულუკიძის დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრი, ბაია კვიციანი ავრცელებს.ნიკას დაბადების დღე სიმღერითა და ტორტით მიულოცეს მეგობრებმა და მომღერლებმა, რომელთა შორის იყვნენ, „თეატრალურის კვარტეტი“ და ნეკა სებისკვერაძე.