ოთხი ადამიანის მკვლელობისათვის ბრალდებულ 84 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდება

22:41 06-12-2019
11469

უახლოეს დღეებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, ოთხი ადამიანის მკვლელობისათვის ბრალდებულ ომარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდება.

ბრალის დამძიმების მიზეზი, მისი მეუღლის, შემთხვევის დროს მძიმედ დაჭრილი, ელზა გამყრელიძის გარდაცვალება გახდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალის დაზუსტების პროცესი, ადვოკატის თანდასწრებით, ბრალდებულის საპატიმრო ადგილზე, გლდანის ციხეში განხორციელდება.

ომარ გამყრელიძის სავადებულო წესით დანიშნული დამცველის, ირინა იჩუკაიძის ინფორმაციით, პროცედურა ხელახალ სასამართლო სხდომასა და ბრალდებულის ადგილზე მოყვანას არ ითხოვს.
ელზა გამყრელიძის გარდაცვალებამ, ბუნებრივია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა დაამძიმა. რაკი ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, სასამართლო პროცესი საჭირო აღარ არის - თქვა იჩუკაიძემ პრაიმტაიმთან.

შეგახსენებთ, ოთხი ადამიანის მკვლელობის დროს დაჭრილი ელზა გამყრელიძე, თვეზე მეტი, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

საქმეზე დაკავებული არიან 84 წლის ომარ გამყრელიძე და მისი შვილიშვილი. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, იძებნება ომარ გამყრელიძის ვაჟი.

წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს არის ჩანიშნული.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი