ვიდეოები

1714111122

VIDEO: „გოგოა, თუ ბიჭი” – ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი ბედნიერ მომენტებს გვიზიარებენ

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან.წყვილმა მეგობრები და ახლობლები გამოკითხა, თუ რას ფიქრობენ გოგოა თუ ბიჭი.კადრები ბედნიერებით არის სავსე და დადებით განწყობას გვიქმნის.ცნობისთვის, წყვილს ერთი შვილი ანნა სულაბერიძე ჰყავს.            View this post on Instagram                       A post shared by Noe Sulaberidze (@noesulaberidze)

ნოე და ჯანეტი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

დაკავება

სამართალი 1714121953

„მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა...“ - იძულების ფაქტზე სამართალდამცველი ამხილეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილეს. უწყების ცნობით, ბრალდებული კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა და გააფრთხილდა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა.„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა.ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა", - წერია განცხადებაში.სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამერიკის პოლიცია

სამართალი 1714121795

გურიაში, 10 სახლის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 1988 წელს დაბადებული მ.მ. და 2000 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეაღწიეს მოქალაქეების კუთვნილ 10-მდე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნივთებს.საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ მ.მ. და ზ.მ, ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1714121217

ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა ალბათ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი - როგორ აშორებს საქართველოს ევროპას გამჭვირვალეობის შესახებ კანონი - დავით მათიკაშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკური დაპირისპირების თემაა - "ოცნება" განმარტავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება."ქართულ ოცნება" ასევე ყურადღებას ამახვილებს ჩანაწერზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებასა და ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონის უკან გაწვევას ეხება."ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა ალბათ უნდა გასცეს მარტივ კითხვას პასუხი: როგორ აშორებს საქართველოს ევროპას გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, სადაც ერთადერთი რამ არის მოთხოვნილი - არასამთავრობო და მედიასექტორების გამჭვირვალეობა და როგორ აახლოებს ევროპას საქართველო ის რეზოლუცია, სადაც აფხაზეთი, მაგალითად, არის, ყირგიზეთთან ერთად, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიებული, სადაც ქვეყნის დამანგრეველი ტერიტორიების ოკუპანტებისთვის ჩამბარებელი მიხეილ სააკაშვილი არის მამა აბრამის ბატკნის ტყავში გახვეული და მის გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო ამ ქვეყნის აღმშენებელი, ქველმოქმედი, უამრავი სიკეთის გამკეთებელი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე - ეს არის თავდასხმა ქართველ ხალხზე, ეს არის თავდასხმა და შანტაჟი ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის, რაც არ გამოუვათ, ვიცით ძალიან კარგად წესები, როგორ ხდება ამ კუთხით პროცესების განვითარება. ის, რომ ევროპარლამენტი არ გახლავთ ორგანო, სადაც წყდება ეს საკითხი, ეს არის ბოლო სურვილი კონკრეტული ევროპარლამენტის მხრიდან დააშანტაჟონ საქართველო,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

სამართალი 1714118517

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსს, შნუც დურს შეხვდა.გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ცაციაშვილი, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი და ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“ უფროსი ოფიცერი გიორგი გიორგაძე ესწრებოდნენ.ნათია მერებაშვილმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან თანამშრომლობით განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. გენერალური პროკურორის მოადგილემ სტუმრებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.შეხვედრის დასასრულს მხარეები მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერების და პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ძიუდო

სპორტი 1714118472

ევროპის ჩემპიონატზე დღეს 6 ქართველი იასპარეზებს

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს მედლებისთვის ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე (ორივე -73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე - 70 კგ), იბრძოლებენ.კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება.